ანსბრო: ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა გასულ უქმეებზე შინ ირლანდიის ნაკრები დაამარცხა 10:6. "ნარშავებმა" "სამყურების" დამარცხება მატჩის მიწურულს ჯო ანსბროს ლელოს წყალობით შეძლეს.

"ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრს ვშრომობთ. მწვრთნელი ყოველდღე ხედავს ვინ რისი მაქნისია. დარწმუნებული ვარ ის მუდამ ფიქრობს ახალი ზელანდიისთვის ვინ შეარჩიოს. ირლანდიასთან ლელოს გატანა ნაკრებში ადგილის დაბევებას არ ნიშნავს. ცხადია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული 20 აგვისტოს იტალიასთან გასამართ შეხევდრაზე.

გუნდში დიდი კონკურენციაა. ჩემს პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას. ნახეთ, როგორ ბრწყინვალედ
ჩაერთო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ნიკ დე ლუკა. მე რომ ლელო გავიტანე, ის შეტევა მისი წამოწყებული იყო. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი გარჯა და ოფლის ღვრა გველის.

"სამყურებთან" თამაში წლეულს პირველი ტესტი იყო, ამიტომ ყველაფერი ისე არ გამოგვდიოდა, როგორც გვინდოდა. ამჯერად მთავარ მიზნად საკუთარ კედლებში გამარჯვების მიღწევა გვქონდა დასახული, რაც შევძელით კიდეც. ამან კი, მეტი თავდაჯერება შეგვმატა" - თქვა ჯო ანსბრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული