მანამდე კი "პუმებმა" არგენტინაში მოთამაშე ლეგიონერების ნაკრებთან ანუ "ბარბაროსებთან" ითამაშეს და დიდი ანგარიშით 78:15 მოიგეს. არგენტინელებმა 12 ლელო გაიტანეს. რაფაელ კაბრალომ და ხუან იმოფმა სამ-სამი ლელო მიითვალეს, ჰორაციო აგულამ ერთით ნაკლები, თითო-თითო ლელო ალფრედო ლანალეს, მარტინ როდრიგესის, ლუკას ბორხესისა და ავგუსტინ კოსიოს ანგარიშზეა. ფელიპე კონტეპომიმ ოთხი გარდასახა, ნიკოლა სანჩესმა კი ხუთი.
"ბარბაროსებთან
უელსთან ტესტის შემდეგ მსოფლიოს თასის დაწყებამდე ორი კვირა დაგვრჩება მოსამზადებლად. მოუთმენლად ველით პირველ მატჩს. ჩემთვის ეს ბოლო მსოფლიოს თასი იქნება, ბევრი მოთამაშისთვის კი პირველი. მზად ვარ თითოეულ მათგანს გამოცდილება გავუზიარო. მათთვის ეს მსოფლიოს თასი შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყოს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ" - თქვა არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილემა მორაგბემ, შერკინების კვაჭმა მარიო ლედესმამ.
"ცხადია, შეცდომებიც გვქონდა "ბარბაროსებთან თამაშში, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად გამოგვდიდა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ "პუმების" შემადენლობაში დებიუტი მქონდა. იმათ გვერდით ვთამაშობდი, რომლებსაც რამდენიმე მსოფლიოს თასზე მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივაი და, რაც მთავარია, შეუფასებელი გამოცდილება მივიღე.
ნელ-ნელა გუნდის ის შემადგენლობა, რომელიც ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, გამოიკვეთა. ცხადია, გული დამწყდება თუ 30 კაცში ვერ მოვხვდი, თუმცა აქ გატარებული უბედნიერსი დღეები არასდროს დამავიწყდება" - თქვა გარემარბმა ხუან ომოფმა.
არგენტინელთა ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსჰი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ხუან იმოფი, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო.
1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ალეხანდრო კამპოსი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"