აღსანიშნავია, რომ დაშავებულია და ახალ ზელანდიაში ვერ ითამაშებს საუკეთესო არგენტინელი მორაგბე, მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი. "პუმებისთვის" ეს უდიდესი დანაკლისია, რამაც, შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს გუნდის შედეგზე ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერნანდესმა ტრავმა მარტში, საფრანგეთის ჩემპიონატში, "მეტრო რასინგისა" და "ბურგუენის" დაპირისპირებისას მიიღო. მას მუხლის ოპერაცია გაუკეთეს და აღდგენითი პროცედურები ფორსირებულად დაიწყო იმის იმედით,
სანტიაგო ფელანმა ახალ ზელანდიაში 17 მორკინალისა და 13 უკანახაზელის წაყვანა გადაწყვიტა. გუნდში ვერ მოხვდნენ: ავგუსტინ ფიგუეროლა, ხენარო ფესია, ლუკას ბორხესი, მარტინ ბუსტოს მოიანი, ეუსებიო გუნასუ, რაფაელ კარბალო, სანტიაგო გუსმანი, ანდრეს ბორდოი და გაბრიელ ასკარატე. ბოლო ორი "პომებს" ბრიტანეთში მაინც გაყვება, რადგან კარდიფში უელსის ნაკრებთან ტესტ მატჩის დროს გამორიცხული არ არის ვინმე დაშავდეს.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრებს საკმაოდ ხანდაზმული შერკინება ჰყავს. დავით ზირაქაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, შერკინების კვაჭ მარიო ლედესმას სახელის გასწვრივ სიაში მითითებულია, რომ ის უგუნდოდაა. ეს გასაკვირი არც არის. 36 წლის მორკინალი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას აპირებს.
ასევე ასაკოვანნი არიან როდრიგო რონსერო, ხუან მანუელ ლეგუსამონი და მარტინ სკელსო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ მათგანს რაგბის თამაშის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და ძალზედ სახიფათონი არიან.
კვალავ მწყობრშია მესამეხაზელი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე და ასევე ვეტერანი მგეზავი, ფელიპე კონტეპომი. ამ ორისა და ტულუზელი პატრისიო ალბასეტეს თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული "პუმების" ბედი.
უკანა ხაზში გამოირჩევიან ინგლისური "ექსეტერის" მელელოვე გონსალო კამაჩო და "სტად ფრანსეს" შუამარბი მარტინ როდრიგესი. სანტიაგო ფელანს დიდი იმედი აქვს ასევე ლესტერელი ორასიო აგულას ჩვეული, აგრესიული თამაშის.
არგენტინელები, როგორც უკვე ვთქვით, 20 აგვისტოს, კარდიფში "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს თასზე კი, "პუმები" პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან გამართავენ. "ბორჯღალოსნები" სამხრეთამერიკელებს ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში, პალმერსტონში 2 ოქტომბერს ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები პირველია ჩვენი მეტოქეებიდან, ვინც 30-კაციანი სია გამოაქვეყნა.
არგენტინა
შერკინება: პატრისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო (ორივე-ტულუზი), მარკოს აიერსა (ლესტერი), მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო (სამივე-მონპელიე), ალეხანდრო კამპოსი, მარტინ სკელსო (ორივე-აჟენი), მანუელ კარისა (ბიარიცი), ხულიო კაბელო (ტუკმანი), ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ტულონი), მარიანო გალარსა (პამპასი), ალვარო გალიანო (მეტრო რასინგი), მარიო ლედესმა (უგუნდო), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი), როდრიგო რონსერო (სტად ფრანსე), ლეონარდო სენატორე (ხიმნაზია)
უკანა ხაზი: ორასიო აგულა (ლესტერი), მარსელო ბოსხი (ბიარიცი), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ფელიპე კონტეპომი, გონსალო ტიესი, მარტინ როდრიგესი (სამივე-სტად ფრანსე), სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო (ორივე-მონპელიე), ავგუსტი ხოსიო (ნიუმენი), ხუან იმჰოფი (როსარიო), ალფრედო ლალანე (ლონდონ აირიში), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ტომას ვალეხოსი (ჰარლიქვინზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პუმები არიან არგენტინელები.
უამრავი მსგავსი შეცდომაა-მიხედეთ.