ასეთთა რიცხვს, რაგბის შოტლანდიელი ექსპერტის იან მორისონის აზრით, განეკუთვნება "სკოტების" ნაკრები და მისი ინგლისელი თავკაცი, ენდი რობინსონი.
ახლახან, ერთ-ერთ სარაგბო გამოცემაში, მორისონმა "ნარშავების" რიგებში არსებულ ზოგიერთ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ბევრი ბამბა პირველი ხაზისთვის
ენდი რობინსონმა, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ბამბა უნდა
ეს პოზიცია, იმდენად პრობლემატურია, რომ მარჯვენა ბურჯებს მარცხნივ დგომსაც ავარჯიშებენ და პრიქით. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ შოტლანდილებს მსოფლიოზე დიდი ჯაფა დაადგებათ.
დათრგუნული ჯექსონი
შოტლანიის ნაკრების ქომაგებმა უნდა ილოცონ, რომ რუარიდ ჯექსონი ცოტა გონს მოეგოს. "სკოტებს" არ ჰყავთ ექსტრა კლასის მგეზავი, რაც, ცხადია, თავისთავად დიდი პრობლემაა. ამ გუნდს სწორედ ჯექსონი გეზავს, რომელიც თამაშის ზოგიერთ კომპონენტში ძალიან კარგია, თუმცა ბევრ შეცდომებს უშვებს.
ირალდიასთან ამასწინდელ მატჩში მან უხეირო გადაცემით გუნდის ორი სალელოვე შეტევა ჩაშალა. უკანახაზელებმა მეტოქის დაცვის გადალახვა მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ჯექსონი ძალიან დათრგუნული, შებორკილი იყო და თამამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. ერთი სიტყვით, თუ რუარიდ ჯექსონმა კალაპოტში ჩადგომა მოახერხა, მაშინ შოტლანდია ნებისმიერ გუნდთან იბრძოლებს, თუ არა და....
მხეცი ჯონი ბითი
გაიხსენეთ 2010 წლის დუბლინი. შოტლანდიის ნაკრების რვა ნომერმა უდიდესი როლი ითამაშა მაშინდელ წარმატებაში. "სკოტებს" აუცილებლად სჭირდებათ ჯონი ბითი თავის საუკეთესო თვისებებით. მათ არ ჰყოფნით მოთამაშეები, ვინც ბურთით ხელში მეტოქის ხაზს გაარღვევს. მან აუცილებლად უნდა ითამაშოს ტესტი ჯერ იტალიასთან, მერე ისევ ირლანდისთან, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ის გუნდს აუცილებლად სჭირდება.
გზაგასაყარზე: თვიდმეტი თუ თექვსმეტი
გუნდების მწვრთნელებს მსოფლიოს თასზე ჩვეულებრივ 16 მორკინალი და 14 უკანახაზელი მიჰყავთ ხოლმე. ახლახან გაირკვა რომ არგენტინას 17 მორკინალი და 13 უკანახაზელი ეყოლება, კულუარული ინფრომაციით იგივეს აპირებს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების მწვრთნელებიც. რა ქნას ენდი რობინსონმა?
რა რეზონი აქვს მსოფლიოს თასზე ხუთი შერკინების ბურჯის წაყვანას, თუ მატჩში მხოლოდ სამის გამოყენება შეიძლება. რობინსონმა უნდა აირჩიოს: თუ ის გადაწყვეტს ენდი მურეის ახალ ზელანდიაში წაყვანას, მაშინ გუნდის შემადგენლობაში 17 მორკინალი გამოუვა, თუ არა და ერთი უკანახაზელი დაემატება, რაც, ვფიქრობთ, უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.
აირჩიეთ ნამდვილი კაპიტანი
ამის თქმა გაცილებით იოლია, ვიდრე გაკეთება. კაპიტნის, როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერის დეფიციტი შოტლანდიის ნაკრებს დიდი ხანია აქვს. კნდიდატები, ერთი შეხედვით საკმარისი და, რაც მთავარია, ღირესულები არიან. მაგალითად, ალისტერ კელოკი და კრის კაზიტერი. თუმცა აქაც პრობლემაა. კელოკი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, კაზიტერი კი ტრავმირებულია და წავა თუ არა ახალ ზელანდიაში, ჯერაც უცნობია.
დარჩა ერთადერთი კანდიდატურა, რორი ლოუსონი, რომელიც კაზიტერს ლიდერის თვისებებით არ ჩამოუვარდება. სავარაუდოდ, კაპიტანიც ის იქნება. ეს ადვილად მისღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
აირჩიეთ იარაღი
რობინსონს ორი ძალიან მართლაც რთული მორაგბე ჰყავს: მაქს ევანსი და ჯო ანსბრო. არადა, ისინი რადიკალურად განსხვავებულნი არიან. ევანსი უფრო მშრომელი და დაცვაში თითქმის გაუვალია, ანსბრო კი უფრო ფეხმარდობით და საკმაოდ მარტივი თამაშის მანერით გამოირჩევა. ამათგან ერთ-ერთი ალბათ მეორე შუამარბის (N:13) პოზიციაზე აღმოჩნდება, მეორეს კი ფრთაზე მოუწევს გარემარბად თამაში. ერთი სიტყვით, ესეც რობინსონმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულ მეტოქესთან, რომელი "იარაღი" იქნება უფრო ეფექტური.
იპოვეთ ფულბეკი
შოტლანდია ამაყობს, რომ კრის პატერსონი ჰყავს. ამ 33 წლის მორაგბემ ეროვნულ ნაკრებში ასზე მეტი კეპი მოიხვეჭა და ვინ მოთვლის გუნდს რამდენი ქულა მოუტანა. მას ფულბეკის გარდა, მგეზავისა და გარემარბის პოზიციებზეც შეუძლია თამაში.
ირლანდიასთან მატჩში პატერსონი მოედანზე იყო კიდევაც და არც იყო. ასე "სკოტებს" მსოფლიოს თასზე ძალიან გაუჭირდებათ. თუ რობინსონი მგეზავად ჯექსონს გაამწესებს (რაც ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი), ფულბეკად აჯობებს რორი ლამონტმა ითამაშოს, რადგან უკნიდან ბურთის ხელით ამოტანა პატერსონზე უკეთ გამოსდის. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ არავინ იცის, ლამონტს თავში რა მოუვლის.
ერთი სიტყვით, რობინსონმა როგორღაც უნდა ამოავსოს გუნდში არსებული ნაპრალები და რაგბის ღმერთს შესთხოვოს, რომ ახალ ზელანდიაში სულ ზურგის ქარი უბერავდეს. აბა, სხვა რაღა უნდა ქნას?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"