ლ: ჰუკი. 4ს: ჰუკი (2), პრისტლენდი (2). გ: ჰუკი
ინგლისი (15-9) ფოდენი, ეშტონი, თინდოლი (არმითიჯი 59), ჰეპი, კუეტო, ფლუდი, ვაიგლსვორსი (კერი 29). (1-8) კორბიშერო (სტივენსი 59), თომპსონი (მეარსი 58), კოლი, დიკონი, ლოუ, ვუდი, ფური (ჰესკელი 50), ისთერი.
3ს: ფლუდი
მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა
"პომების" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ერთი კვირის წინ გამართული მატჩის შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა. ცხადია, ამის მიზანი ცნობილია. ჯონსონს სურს საქმეში ყველა მის ხელთ მყოფი მორაგბე საქმეში ნახოს, რათა საბოლოო არჩევანში არ შეცდეს.
ჯონსონმა გუნდის გაძღოლა ვეტერან შუამარბ, მაიკ თინდოლს ანდო, ის უკანა ხაზში შონთაი ჰეპის შეუწყვილდა. მგეზავის პოზიციაზე კი ჯონი ვილკინსონის ნაცვლად, რომელიც თადარიგშიც არ აიყო, ტობი ფლუდმა ითამაშა. მას პარტნიორობა ცხრა ნომერმა რიჩარდ ვაიგლსვორსმა გაუწია, თუმცა ვერ გაამართლა და ჯონსონმა მალევე შეცვალა.
ფაქტობრივად, მთლიანად შეცვლილი იყო შერკინება. მესამე ხაზში ტომ ვუდმა, ენდრიუ ფურიმ და ნიკ ისთერმა ითამაშეს. მეორე ხაზში ტრავმამოშუშებული კორტნი ლოუ და ლუის დიკონი ირჯებოდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ასევე თანაბარი ანგარიშით 6:6 დასრულდა. გუნდებმა, საკმაოდ უხეირო და შეცდომებით სავსე თამაშში მხოლოდ ორ-ორი საჯარიმოს გატანა მოახერხეს.
შესვენების შემდეგ, ინგლისელმა მგეზავმა ტობი ფლუდმა მალევე შეძლო თავისი მესამე საჯარიმოს გატანა და სტუმრები 9:6 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ "პომებს" მოედანზე ხეირიანი აღარაფერი უქნიათ. გარდამტეხი მომენტი მატჩში 57-ე წუტზე დადგა, როცა უელსელთა ფულბეკმა ჯეიმზ ჰუკმა ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც თავადვე გარადასხა და თავისიანები ოთხი ქულის სხვაობით დააწინაურა.
ისე გამოვიდა, რომ მატჩის გმირად ჰუკი იქცა, რადგან თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში მან ორი საჯარიმოს გატანა შეძლო, რამაც "მილენიუმზე" შეკრებილ მრავალრიცხვოვან უელსელ ქომაგს დიდი სიხარული მოჰგვარა - 19:9.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"