უკრაინის რაგბის ნაკრებს ზაზა ლეჟავა დაუნიშნეს

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. უკრაინის რაგბის ფედერაციაში მისულმა ახალმა ხელმძღვანელობამ ეროვნულ გუნდსაც ახალი მწვრთნელი დაუნიშნა. ამიერიდან ზაზა ლეჟავა, რომელიც უკრაინელთა თავკაცის კონსულტანტი იყო, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ზაზა ლეჟავამ სარაგბო კარიერა საფრანგეთში დაასრულა. მერე ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ერთი ხანობა საფრანგეთის სარაგბო კლუბ "ორლეანს" წვრთნიდა, იყო საქართველოსა და უკრაინის შვიდკაცა რაგბის ნაკრბების დამრიგებელი. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნამდე ოდესის "კრედოს" თავკაცობდა.

ზაზა ლეჟავას დებიუტი 20 აგვისტოს ლვოვში შედგება, სადაც
უკრაინის ნაკრები, ევროპის ერთა თასის გამოტოვებულ შეხვერაში, რუმიენთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული