ამასთან ავსტრალიელთა გუნდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. დინსმა ზედ ჩემპიონატის წინ კაპიტანი შეცვალა. როკი ელოსმის ნაცვლად ავსტრალიელებს ამიერიდან ჯეიმზ ჰორვილი წარუძღვებათ. ის ავსტრალიის რაგბის ისტორიაში 77-ე კაპიტანია.
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნობიდან გადააყენეს ელსომი ახალ ზელანდიაში მაინც ითამაშებს. სულ კი გუნდში მასთან ერთად რვა ისეთი მოთამაშეა, ვისაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე უთამაშია. ესენია:
"როკი ელსომს ბოლო ხანს ძალიან ბევრი გაუცდა. გასაგები გახდა, რომ მას კაპიტნობის ტვირთი ხელს უშლიდა. ამიტომ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვა მოთამაშისთვის დაგვეკისრებინა.
დარწმუნებული ვარ, როკი მალე შეძლებს სათანადო ფორმის აღდგენას. რაც შეეხება მეთ გიტოს, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ნაკრებში ჩემთან ცუდი ურთიერთობის გამო ვერ მოხვდა. მაშინ ამიხსენით, როგორ მოხდა, რომ მან ეროვნულ გუნდში 92 კეპი მოიხვეჭა. ცუდი ურთიერთობა რომ მქონოდა ამას როგორ მოახერხებდა?" - იკითხა ავსტრალიელთა თავკაცმა რობი დინსმა.
ავსტრალიის ნაკრები
შერკინება: ბენ მაკკალმენი, რადეკი სამო, ვიკლიფი პალუ, დევიდ პოკოქი, როკი ელსომი, სკოტ ჰიგინბოთამი, ჯეიმზ ჰორვილი, რობ საიმონსი, ნათან შარპი, დენ ვიკერმანი, ბენ ალექსანდერი, სეკოპე კეპუ, ჯეიმზ სლიპერი, სალესი მააფუ, სტივენ მური, საია ფაინგაა, ტატაფუ პოლოტა-ნაუ.
უკნა ხაზი: ქართლი ბეილი, ჯეიმზ ოკონორი, დრიუ მიტჩელი, დიგბი იოანი, ადამ ეშლი-კუპერი, რობ ჰორნი, პეტ მაკკები, ანტონი ფაინგაა, ბერიკ ბარნსი, ქუადე კუპერი, ნიკ ფილიპსი, ლუკ ბარჯესი, ვილი გენია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"