"პუმები" რაკის წმენდაში ვარჯიშობენ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, არგენტინის ეროვნული გუნდი, კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

არგენტინელები უკვე ერთი კვირაა ბუენოს აირესიდან ევროპაში გადმობარგდნენ და მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან. უელსის ნაკრებთან ტესტი მათთვის ბოლო რეპეტიციაა.

"პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა "მილენიუმზე" სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა. მათ შორისაა ბოლო ხანს დაწინაურებული, ბასკური "ბიარიცის" შუამარბი მარსელო ბოსხი.

"მოხარული ვარ, რომ უელსის ნაკრებთან თამაშის საშუალება მომეცა. ეს გუნდი შინ განსკუთრებით კარგად თამაშობს და, ისედაც, ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. "მილენიუმზე" აქამდე არასდროს მითამაშია და ეს ჩემთვის ძალიან
დიდი პატივია.

ახალხან ვნახეთ ინგლსისა და უელსის ნაკრებების თამაშების ვიდეო ანალიზი. დავრწმუნდით, რომ ორივე უძლიერესი გუნდია. კარგად აწყობილი ტაქტიკითა და თითქმის გაუვალი დაცვის ხაზით. ამიტომ ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას რაკში თამაშს ვუთმობთ. ვცდილობთ, რაკი სწრაფად გავწმინდოთ, რათა ბურთი არ დაყოვნდეს და თამაშის უწყვეტობას მივაღწიოთ." - თქვა მან.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. გონსალო კამაჩო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მანუელ ლეგუსამონი.
16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიანო გალარსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლანალე, 21. ფედერიკო სანჩესი, 22. ხუან იმჰოფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული