უცხოური რაგბი

სხვადასხვა

ინგლისური სარაგბო კლუბები საერთაშორისო ასპარეზს მიღმა რჩებიან

AutoSharing Option
ინგლისური წამყვანი კლუბები შესაძლოა 2014-15 წლების სეზონში საერთაშორისო ასპარეზის მიღმა დარჩნენ.

საფრანგეთმა, შოტლანდიამ, იტალიამ, ირლანდიამ და უელსმა მიიღეს გადაწყვეტილება, მომავალი სეზონიდან არ მიიღონ მონაწილეობა "ჰეინეკენის თასის" ნაცვლად შექმნილ ალტერნატიულ ტურნირ Rugby Champions Cup-ში და კვლავ გააგრძელონ ურთიერთობა "ჰეინეკენის თასის" ორგანიზატორებთან.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, ამჟამად ისინი აწარმოებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბებთან, თუ რა გზით გახადონ "ჰეინეკენის თასის" გათამაშება კომერციული თვალსაზრისით გაცილებით მომგებიანი.

მოვლენები თუ ამ გზით განვითარდა, მაშინ ინგლისური კლუბები კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდებიან, რადგან მათ ორი თვის
წინათ უკვე განაცხადეს, რომ მომავალი სეზონიდან აღარ აპირებენ "ჰეინეკენის თასზე" ასპარეზობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"