"ბარბაროსებმა" კარდიფში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს. ეს შეხვედრა სპონტანურად, ძალიან მოკლე დროში გაიმართა. მისი მიზანი "ვოლაბებისთვის" თანხის შეგროვება იყო, რომლითაც ავსტრალიის ნაკრები ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკში უნდა გადაბარგებულიყო.
"ვალაბებმა" ევროპული ტურნეს მიმდინარეობისას "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრები დაამარცხა - 11:0, მერე კი პარიზში, "კოლომბეზე" "ლე ბლესთან" წააგო. კარდიფში "ბარბაროსებთან" შეხვედრას 45 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1976 წელი
ევროპული ტურნეს მოლევის შემდეგ შინ მიმავალ გზაზე ავსტრალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ამერიკაში შეიარა და ანაჰაიმში, 6 ათასი მაყურებლის თანდასწრებით აშშ-ს ეროვნულ გუნდს 24:12 მოუგო.
1995 წელი
IRB-მ
1998 წელი
ინგლისურმა "ბასმა" ბორდოში, "ჰაინეკენის თასის ფინალში დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა "ბრივი" მინიმალური სხვაობით -19:18. "ბასი" პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. მატჩის გმირი ინგლისელთა ფულბეკი ჯონ კალარდი გახლდათ. გუნდის მიერ მოპოვებული ყველა, ცხრამეტივე ქულა მის ანგარიშზეა. "ბასის" ერთადერთი ლელო მის ანგარიშზეა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების მომტანი საჯარიმო მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ "ბასი" მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა. "ბრივის" ლეგენდამ, კრისტოფ ლამეზონმა ხუთი საჯარიმო გაიტანა, რასაც ალენ დეილომ არეკნი მიუმატა.
2005 წელი
IRB-მ გადაწყვიტა მარტში, "თვიქნემზე" სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების ნაკრებების მატჩი გაემართა. თამაში საქველმოქმედო უნდა ყოფილიყო. გადაწყდა, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ცუნამით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაერიცხათ.
.