მიკი რურკი გეი მორაგბეზე ფილმისთვის მზადებას იწყებს

AutoSharing Option
ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა მიკი რურკმა რაგბიზე, უფრო ზუსტად კი უელსის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" ყოფილ ლიდერზე გერეთ ტომასზე, ბიოგრაფიული ფილმის გადაღება ჯერ კიდევ შარშან გადაწყვიტა. მსახიობი ამ მორაგბის გამბედაობამ აღაფრთოვანა, რომელმაც აღიარა, რომ გეია.

რურკი გასულ უქმეებზე კარდიფში ჩავიდა, სადაც "კრუსეიდერზსა" და "კარდიფს" შორის რაგბი ლიგის შეხვედრას დაესწრო. ტომასი 2010 წლიდან რაგბი ლიგაში გადაბარგდა და მიკიც იძულებულია რაგბის ეს ნაირსახეობა შეისწავლოს.

"ნელ-ნელა ვსწავლობ თამაშის ნიუანსებს. არ მინდა ეს როლი ისე განვასახიერო, რომ რაგბის შესახებ არაფერი ვიცოდე. ასე არც გამომივა. ცხადია,
ფორსირებას არ ვაპირებ. მინდა საფუძვლიანად გავერკვე ყველაფერში. ხშირად უნდა ვეკონტაქტო გერეთს, რომ მის ბუნებას ბოლომდე ჩავწვდე.

ყოფილი მოკრივე ვარ და თუ მოვინდომებ, აუცილებლად შევძლებ სათანადო ფორმაში შევიდე, ისეთში მორაგბეს რომ შეშვენის", - თქვა 58 წლის მიკი რურკმა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული