გიტო ტულონში სამ წელიწადს ითამაშებს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრებისა და ბრისბენის "ბრამბიზის" შუამარბი მეთ გიტო, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათმაშების შემდეგ, ფრანგულ "ტულონში" გადაბარგდება და იქ სამ სეზონს გაატარებს.

გიტოს ავსტრალიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი წლეულს 31 დეკემბერს უმთავრდება, თუმცა მას ნება დართეს, "ტულონს" მსოფლიოს თასის დამთავრებისთანავე შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ გიტოს "ტულონში" დიდი კონკურენცია ელოდება. მგეზავად აქ ინგლისის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე ჯონი ვილკინსონი თამაშობს. ამიტომ მას, ისევე როგორც ავსტრალიის ნაკრებში შუამარბად თამაში მოუწევს. თუმცა ამ პოზიციის დასაკავებლადაც სერიოზული ბრძოლა დაჭირდება. "ტულონში" უკვე თამაშობს არგენტინელი
ფელიპე კონტეპომი, ხოლო უელსელ გევინ ჰენსონს კონტრაქტი ახლახან გაუფორმეს.

"ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტ, მურად ბურჯელალას ავსტრალიის ნაკრების სხვა მოთამაშეების გადაბირებაც ეწადა, მაგარმ სტივენ მურმა, ბერიკ ბარნსმა, დრიუ მიტჩელმა და ადამ ეშლი-კუპერმა გადაწყვიტეს კონტრაქტი ავსტრალიის რაგბის კავშირთან 2013 წლის ბოლომდე გაეფორმებინათ, რადგან "ბრიტანელ ლომებთან" დაპირისპირება სურთ, რაც ნებისმიერი სამხრეთნახევარსფეროელი მორაგბის ოცნებაა.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული