არადა, სექტემბერში ეს ქალაქი მსოფლიოს თასის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი უნდა ყოფილიყო. საქართველოს ნაკრებს აქ განრიგის მიხედვით სამი დღე უნდა ეცხოვრა და 18 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან ეთამაშა.
"სინანულს გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. საშინელი ტრაგედია მოხდა. ახლა მთავარია, ამ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მძიმე შდეგები დროულად აღმოიფხვრას.
ჩვენთვის ჯერ უცნობია დაზიანდა თუ
უკვე ცნობილია, რომ მთლიანად განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია სასტუმროები, სადაც გუნდებსა და მათ ქომაგებს უნდა ეცხოვრათ. ძნელი წარმოსადგენია დარჩენილ მოკლე დროში ქალაქის სრულად აღდგენა მოხდეს. რაგბის საერთაშორისო საბჭოს იმედი აქვს, რომ ახალზელანდიელები, საჭიროების შემთხვევაში, სათადარიგო ქალაქს გამონახავენ.
ერთი სიტყვით, ქრაისთჩერჩს მსოფლიოს თასი შეიძლება არ ეწვოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ზე რაგბის მატჩი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზსა" და სამხრეთაფრიკულ "ნატალ შარქს" შორის არ გაიმართება, რადგან აეროპორტი დაკეტილია.
.