მსოფლიოს თასს მიწისძვრა ვერ შეარყევს!

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, მარტინ სნედენის განცხადებით, ძლიერ მიწისძვრა, რომელმაც ქალაქი ქრაისთჩერჩი თითქმის მთლიანად დაანგრია, მსოფლიოს თასის გათამაშების ამ ქვეყანაში ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თავსდატეხილი უბედურების გამო, ახალი ზელანდია მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს მეზობელ ავსტრალიას დაუთმობს.

"ახლა ადრეა იმაზე ლაპარაკი, შეძლებს თუ არა ქრაისთჩერჩი მიწისძვრის შემდეგ, მსოფლიოს თასის თამაშებს უმასპინძლოს. რადგან, ახლა, უწინარესად, იმაზე ვფიქრობთ, რომ ასობით ადამიანის სიცოხლე გადავარჩინოთ. სტადიონის მდგომარეობას ოდნავ მოგვიანებით, უახლოეს დღეებში შევაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

თუმცა, ერთი რამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, მსოფლიოს თასის ყველა თამაში ახალ ზელანდიაში გაიმართება", - თქვა მარტინ სნედენმა.



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული