ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ნოემბრის ტესტებზე, იაპონიის ეროვნული გუნდი შაბათს, 5 ნოემბერს, ტოკიოში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება ტესტ-მატჩში.

იაპონელებს შარშან გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ ახალი მწვრთნელი ჯიმი ჯოზეფი დაუნიშნეს, რომელმაც, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენება დაიწყო. თავად განსაჯეთ, გაფართოებულ შემადგენლობაში მან 17 უკეპო მორაგბე შეიყვანა. ახლა, კი არგენტინასთან მატჩში საბრძოლო რაზმში 13 დებიუტანტია. ამათგან შვიდი ძირითად შემადგენლობაშია, ექვსი კი, სათადარიგოთა შორისაა.

გუნდის კაპიტანი გამოცდილი შერკინების კვაჭი შოთა ჰორი იქნება. ყველაზე მეტი 75 კეპი აქვს მოხვეჭილი ნაკრებში შერკინების ბურჯ კენსეკე ჰატაკეი
ამას.

"ამაყი ვარ, ამ გუნდის სიას რომ ვკითხულობ. მწვრთნელთა ამ შემადგენლობით პირველ ტესტს ვმართავთ და მოუთმენლად ველით შაბათის მატჩს.

მიგვაჩნია, რომ თამაში მაღალ ტემპში ჩაივლის. ძალიან დიდი ჯაფა დაადგება ჩვენს შერკინებას. ამიტომ, გადავწყვიტეთ თადარიგში ექვსი მორკინალი ვიყოლიოთ, რაც, ვფიქრობთ, წარმატების საწინდარი იქნება" - თქვა იაპონელთა თავკაცმა ჯიმი ჯოზეფმა.

ამასობაში საბრძოლო რაზმი დაასახელა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა. მან თითქმის შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი იმ გუნდისა, რომელმაც ახლახან ოთხი ერის გათამაშებაში იასპარეზა. ბოლო შეხვედრა "პუმებმა" ავსტრალიასთან გამართეს. ურკადმა ამ მატჩისგან განსხვავებით ოთხი ცვლილება განახორციელა.

შერკინებაში ფაკუნდო ისამ და ტომას ლესანამ ლეონარდო სენატორე და პაბლო მატერა შეცვალეს. მგეზავად ურკადმა სანტიაგო იგლესიასის ნაცვლად ისევ ნიკოლას სანჩესი დააბრუნა. გარემარბ რამირო მოიანოს კი, სანტიაგო კორდერო ჩაანაცვლებს.

"პუმები" ტოკიოში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებენ და, სავარაუდოდ, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.

იაპონია-არგენტინა
იაპონია: 15. კოტარო მიცუშიმა, 14. ლომანო ლემეკი, 13. ამანაკი ლოტოაჰეა, 12. ჰარუმიში ტატეკავა, 11. აკიჰიტო იამადა, 10. იუ ტამურა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. სატოში ნაკატანი, 2. შოთა ჰორი, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. კიოსუკე კაჯიკავა, 5. სამუელა ანისე, 6. უვე ჰელუ, 7. იუჰიმარუ მიმურა, 8. ამანაკი მაფი.
16. ტაკეში კიზუ, 17. კოკი იამამოტო, 18. ჰეიშირო იტო, 19. კოტარო იატაბე, 20. მალგენე ილაუა, 21. შუშეი მაცუჰაში, 22. ტაკაჰირო ოგავა, 23. ტომოთი ლაფაელე
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. მატიას მორონი, 13. მატიას ორლანდო, 12, ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. სანტიაგო კორდერო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. ლუკას ნოგიერა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. ტომას ლესანა, 7. ხავიერ დესიო, 8. ფაკუნდო ისა.
16. ხულიან მონტოია, 17. სანტიაგო ბოთა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. ლეონარდო სენატორე, 20. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. რამირო მოიანო.

* * *
ამ მატჩის გარდა, შაბათს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსისა და ავსტრალიის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს.

მასპინძლებმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება შეძლეს. გუნდის მწვრთნელი რობ ჰოული ამის გამო კმაყოფილებას გამოთქვამს.

"ეს სასიხარულოა. გუნდს დაუბრუნდნენ ლეიგ ჰალპფენი, დენ ლიდიატი და ალექს კატბერტი, რომლებმაც გამოტოვეს ახალი ზელანდიის ტურნე. ამათ დაუმატეთ ჯორჯ ნორსი და ჯენტინ ჯენკინისი, რომლებმაც ტრავმების გამო დატოვეს ტურნე. ახლა, ყველა მწყობრშია და საბრძოლველად მზადაა.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები კი, შინ ახალზელანდიელ მაორებს უმასპინძლებს ლამის ტრადიციად ქცეულ სანოემბრო მატჩში. "ბოკეს" კი, შაბათს ასევე შინ "ბარბაროსებთან" მოუწევს ასპარეზობა.

უელსი-ავსტრალია
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. რის ვები. 1. გეტინ ჯენკინსი, 2. კენ ოუენსი, 3. სამსინ ლი, 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიარტი
16. სკოტ ბოლდუინი, 17. ნიკ სმითი, 18. ტომას ფრენსისი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმს კინგი, 21. გარეთ დევისი, 22. სემ დევისი, 23. ჰალამ ამოსი
ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. დენი ჰაილეტ-პეტი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. რიის ჰოჯი, 11. ჰენრი სპეისი, 10, ბერნარ ფოლი, 9. ნიკ ფიპსი. 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. რორი არნოლდი, 5. ადამ კოლემანი, 6. დევიდ პოქოკი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ლოპეტი ტაიმანი.
16. ტოლუ ლატუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ალან ალაალატოა, 19. რობ საიმონსი, 20. სკოტ ფერდი, 21. ნიკ ფრსიბი, 22. ქუეიდ კუპერი, 23. სეფა ნაივალუ

აშშ-მაორები
აშშ: 15. მაიკ ტეო, 14. მარტინ იოსეფო, 13. ბრაის კემპბელი, 12. ფოლაუ ნიუა, 11. მატაი ლეუტა, 10. ვილ ჰოლდერი, 9. ნატე აუგსპურგერი. 1. ტიტი ლამოსიტელე, 2. ჯეიმზ ჰილტერბრანდი, 3. კრის ბაუმანი, 4. ნეტ ბრეკლი, 5. ნიკ სივეტა, 6. ტოდ კლევერი, 7. ტონი ლამბორნი, 8. დენი ბარეტი.
16. ჯო ტაუფეტეე, 17. ანგუს მაკლენი, 18. ალექს მოგანი, 19. მეთიუ იანსენი, 20. ალ მაკფერლენდი, 21. სტივენ ტომასინი, 22. შალომ სუნიულა, 23. მადისონ ჰოგი
მაორები: 15. დამიან მაკკენზი, 14. რეიკო იოანე, 13. მეთ პროკტორი, 12. ტიმ ბატემანი, 11. ჯეიმზ ლოუ, 10. იაჰია ვესტი, 9. ტაწერა კერლ-ბარლოუ. 1. კენ ჰამესი, 2. ეშ დიქსონი, 3. ბენ მეი, 4. იაკობ სკინი, 5. ტომ ფრანკლინი, 6. ელიოტ დიქსონი, 7. კარა პრიორი, 8. აკირა იოანე.
16. ჯო როიალი, 17. კრის ევესი, 18. მარსელ რენატა, 19. ლეიტონ პრაისი, 20, შონ კრისიტი, 21. ბრედ ვებერი, 22. მარტი მაკკენზი, 23. შონ ვაინუი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისში მარტო გავლით ყოფნა არ ვარგა "ბრატ", თორემ მიხეილ მესხის დარი სტადიონი ქუთაისშიცაა და სარაგბო ატმოსფერო ქუთაისში უფროა ვიდრე დედაქალაქში აია ითვლება რაგბის ფესვებად ასე რომ ენას კბილი დააჭირე სანამ ქალაქს გალანძღავ ქართველო
მდა
00:53 10-11-2016
0
და სად უნდა ჩატარდეს ქუთაისში ეგ სერიოზული თამაში? ხუთიათასიან სტადიონზე?
კახას
11:42 06-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული