სხვა

ავტოსპორტი

ლუის ჰემილტონი: 5-6 წელი სპორტში, შემდეგ - დიზაინერად

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკუთარ თავს რბოლებში კიდევ ხუთი-ექვსი წელი ხედავს.

"კიდევ ხუთი-ექვსი წელი მაქვს დარჩენილი ჩემს სარბოლო კარიერაში, რის შემდეგაც, ვისურვებდი თავიდან ამეცილებინა კომენტატორის ან მენეჯერის როლი", - განაცხადა 32 წლის ლუის ჰემილტონმა ჟურნალ Interviewmagazine-ში.

კითხვაზე - ხედავს თუ არა თავის თავს ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შემქმნელის როლში, ბრიტანელმა უპასუხა: "მე მომწონს სხვა ადამიანებთან ერთად შექმნა, ასე რომ, რთულად წარმომიდგენია საკუთარი ხაზი. მაგრამ მე შემიძლია წარმოვადგინო სხვა დიზაინერებთან ერთობლივად შექმნილი კოლექცია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"