ფორმულა 1. ტოტო ვოლფი: ვნანობ უნგრეთის ამბებს

AutoSharing Option
"მერსედესის" შეფმა ტოტო ვოლფმა აღიარა, რომ ნანობს ლუის ჰემილტონის გადაწყვეტილებას - მესამე ადგილის დაბრუნებას თანაგუნდელ ვალტერი ბოტასისთვის უნგრეთის გრანპრის ბოლოს.

როგორც იცით, რბოლის მსვლელობისას, ბრიტანელმა სთხოვა ფინელს დაეთმო მესამე ადგილი და დაპირდა, რომ დაუბრუნებდა ამ პოზიციას, თუ ვერ შეძლებდა მეორე ადგილზე მყოფი კიმი რაიკონენის გასწრებას. ფინიშთან ახლოს, ჰემილტონმა დანაპირები შეასრულა.

"მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილების გამო, - ამბობს ვოლფი. - თუ ჩვენ წავაგებთ ტიტულს ორი ან სამი ქულის სხვაობით, ყველა იტყვის, რომ ეს სწორედ ბუდაპეშტის რბოლაში მომხდარი
ამბების გამოა. და, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავადანაშაულებ ამაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი ღირებულებების დაცვით, უფრო ბევრს მივაღწევთ.

გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რადგან უკან ფერსტაპენი ახლოს იმყოფებოდა. ძალიან უკმაყოფილო ვარ სიტუაციით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული