ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
32 წლის ესტონელმა მრბოლელმა ოტ ტანაკმა მსოფლიო რალის ჩემპიონატში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ტანაკმა, რომელიც "ტოიოტას" გუნდის მრბოლელია, ბოლო, ავსტრალიის რბოლის წინ 263 ქულა მოაგროვა და მდევართათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

მეორე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს შარშანდელი ჩემპიონი სებასტიან ოჟიე, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზე მყოფ ბელგიელ ტიერი ნოივილს 10 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ნოივილი ბოლო 4 წლის განმავლობაში სულ მეორე ადგილზე ასრულებდა ჩემპიონატს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩემპიონები ფრანგი მრბოლელები ხდებოდნენ. უფრო სწორად, მხოლოდ ორი მრბოლელი.
სებასტიან ლოები 2004-12 წლებში იყო მსოფლიო ჩემპიონი. 21-ე საუკუნის 1-ელ 10-წლეულში მსოფლიოში 3 დომინანტი მრბოლელი იყო: მიხაილ შუმახერი, ვალენტინო როსი და სებასტიან ლოები. ფრანგი რალის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელად ითვლება. 2012 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 6-ჯერ მსოფლიო რალის ჩემპიონატი სებასტიან ოჟიემ მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული