"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიაში გამართული ფორმულა 1-ის რბოლისას "ფერარის" პილოტები - სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი ერთმანეთს რბოლის დასრულებამდე 6 წრით შეეჯახნენ და ორივე გამოეთიშა შეჯიბრებას.

მართალია, ჩემპიონობისთვის ვერცერთი ვეღარ იბრძვის (ჰემილტონი უკვე ჩემპიონია), თუმცა ლეკლერი მე-3 ადგილზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. ამიტომ, აღნიშნული ავარია მონაკოელისთვის უფრო საზიანო იყო.

"მე პირდაპირ მივდიოდი. მოსახვევიდან უკეთ გამოვედი. ვეცადე, გამესწრო და ჩვენ შევეჯახეთ", - თქვა ფეტელმა.

"პირველ მოსახვევში სებასტიანს გავასწარი, მეოთხესთან კი უკვე გასასვლელი ჩავუკეტე. ვიცოდი, რომ ის გარედან ეცდებოდა შეტევას და ადგილიც დავუტოვე. ჩვენ ძალიან ახლოს
ვიყავით ერთმანეთთან და შევეჯახეთ კიდეც", - აღნიშნა ლეკლერმა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული