სხვა

ავტოსპორტი

"მაკლარენი" ავსტრალიის გრან-პრიდან მოეხსნა, გუნდის ერთ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა

AutoSharing Option
"მაკლარენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ერთ-ერთ წევრს Covid-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

გუნდი ავსტრალიის გრან-პრიდან მოიხსნა, რომელიც ამ უიქენდზე უნდა გამართულიყო.

"გუნდის წევრი უკვე იზოლირებულია. მას აღმოაჩნდა კორონავირუსის სიმპტომები და მასთან ახლა ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ. გუნდი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და გამოძიებაში ეხმარება.

"მაკლარენის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმა და F-1-ის გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეას ზაიდლმა ფორმულა 1-ისა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია საქმის კურსში უკვე ჩააყენეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ გუნდის წევრების, არამედ მოწინააღმდეგეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.