სხვა

ავტოსპორტი

დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომლის თანახმადაც, იტალიურ კლუბს 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

"ჩემი და "ფერარის" ურთიერთობა 2020 წელს დასრულდება. სპორტის ამ სახეობაში მაღალი შედეგების მისაღწევად ყველა მხარის ჰარმონიული მუშაობაა საჭირო. მე და გუნდმა გავუგეთ ერთმანეთს და ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ გვაქვს.

ფინანსურ საკითხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არანაირი როლი არ უთამაშია. უკანასკნელ თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა ცხოვრების მთავარ პრიორიტეტებზე დაგვაფიქრა. ამიტომ, მე დრო უნდა გამოვნახო იმაზე დასაფიქრებლად, თუ მომავალში რა
არის ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

"სკუდერია ფერარის" ფორმულა 1-ში განსაკუთრებული ადგილი უკავია და იმედია, მას ისეთი მიღწევები ექნება, როგორსაც იმსახურებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ფერარის" მთელ ოჯახსა და მის გულშემატკივრებს.

უახლოესი მიზანი კი "ფერარიში" გატარებული დიდხნიანი კარიერის რაც შეიძლება წარმატებულად დასრულებაა. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად კიდევ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვექნება", - განაცხადა ფეტელმა.

altავარია ფორმულა 1-ში: ფეტელმა ბოდიში მოიხადა [VIDEO]

altფეტელი: ჯობს ფორმულა 1 უფრო მოსაწყენი იყოს, მაგრამ ხალხი არ იხოცებოდეს

ასევე დაგაინტერესებთ