სხვა

ავტოსპორტი

დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ ავტოსპორტის ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

"როცა ახალ თავგადასავლებს ვეძებდი, თავიდან არჩევანი "დაკარზე" შევაჩერე. თითქოს მონეტა ავაგდე, თუმცა ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.

იქ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში რბოლებში სერიოზულად ვაპირებ დაბრუნებას, უმაღლესი დონის სერიებში მინდა მონაწილეობის მიღება - ფორმულა 1-ში, ინდიქარში, რბოლებში, რომლებიც გამძლეობაზეა დამოკიდებული.

მე ბრწყინვალე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში ვარ. ყველაზე მაღალ დონეზე მინდა გამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შემიძლია", - განაცხადა ფერნანდო
ალონსომ.

ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო წერა ესპანელი მრბოლელის 2021 წლის სეზონიდან "რენოში" დაბრუნების შესახებ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ