საშინელი ავარია ფორმულა 1-ში, აფეთქებული მანქანიდან გადმოყვანილი მრბოლელი გადამრჩენებს შეხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, ფორმულა 1-ის ბაჰრეინის რბოლის დროს საშინელი ავარია მოხდა - ფრანგ/შვეიცარიელი მრბოლელი რომან გროჟანი 221 კმ/სთ სიჩქარით დამცავ ჯებირებს შეეჯახა, ბოლიდი შუაზე გაიყო, მაშინვე აფეთქდა და ორივე მხარეს ცეცხლი მოედო.

საბედნიეროდ, ცეცხლში გატარებული 27 წამის შემდეგ გროჟანმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ამოძრომა მოახერხა და მისი საბოლოოდ ცეცხლიდან გამოყვანა დამხმარე პერსონალმა მოახერხა.


საბედნიეროდ, პილოტი სხეულის სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა და მხოლოდ ხელები დაეწვა. რომანი აღნიშნულ ავტოდრომზე დაბრუნდა და მის გადამრჩენ თანამშრომლებს შეხვდა.

"მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ სიკვდილისგან მიხსენით", - მიმართა გროჟანმა მათ.


პილოტი მომავალ, საჰირის გრანპრის გამოტოვებს, თუმცა შანსი აქვს, აბუ-დაბის რბოლაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში ბოლო იქნება.

მომზადებულია formula1.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული