ლეგენდარული მამის გზაზე! ფორმულა 1-ს შუმახერის გვარი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ლეგენდარული პილოტის, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილი - მიკ შუმახერი 2021 წელს ფორმულა 1-ში, გუნდ “Haas”-ის შემადგენლობაში იასპარეზებს.

​2020 წლის ფორმულა 2-ის ჩემპიონმა, მიკ შუმახერმა, უკვე დაამტკიცა რომ ის ოჯახური ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელია. 21 წლის ახალგაზრდამ 2020 წლის ფორმულა 2-ის ჩემპიონატი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში მისი შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა და მისი შესაძლებლობები იმდენად კარგად წარმოაჩნია, რომ შეძლო, სეზონის შუა ნაწილში ქულების დიდი დეფიციტის მიუხედავად, გამხდარიყო ფორმულა 2-ის ჩემპიონი, რითაც ფორმულა 1-ის გუნდების ინტერესის
სფეროში აღმოჩნდა და საბოლოოდ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ გუნდ “Haas”-თან, სადაც ნიკიტა მაზეპინთან (რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა წინა წლის ფორმულა 2-ის ჩემპიონატში) ერთად იასპარეზებს.

”​Haas”-ის გუნდის ხელმძღვანელი, გიუნტერ შტაინერი ინტერვიუში აღნიშნავს:

„ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მიკ შუმახერი მომავალი სეზონიში ჩვენთან ერთად ირბოლებს და მოუთმენლად ველოდები მის მიღებას გუნდში“

​მიკი იქნება შუმახერების ოჯახის მესამე წევრი, რომელიც ფორმულა 1-ში მიიღებს მონაწილეობას. 

“ფორმულა 1-ში მონაწილების მიღება უაღრესად დიდ სიხარულს მანიჭებს, რომელსაც სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ“ - ამბობს მიკი.

​1999 წელს დაბადებული სპორტსმენის კარიერა 2008 წელს დაიწყო. ბოლიდების კატეგორიაში 2015 წლიდან ასპარეზობს. 2017 წელს მან ფორმულა 3-ში გააგრძელა კარიერა. ამ წელს მან ჩემპიონატში მხოლოდ მე-12 პოზიცია დაიკავა, თუმცა უკვე მომდევნო სეზონში  ის ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა და ფორმულა 2-ში შეძლო ადგილის მოპოვება, სადაც გუნდ “პრემასთან” ერთად ასპარეზობდა. ფორმულა 3-ში მონაწილეობის მსგავსად მას კვლავ დასჭირდა ერთი წელი ახალ გარემოსთან მისაჩვევად, თუმცა პირველი წარუმატებელი წლის შემდეგ მან კვლავ შეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება და ფორმულა 2-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

​2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონი, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება, წარმოაჩენს ახალბედა მრბოლელის შესაძლებლობებს და დაგვანახებს თუ რამდენად მოახერხებს კონკურენცია სპორტის ყველაზე გამოცდილ პილოტებს გაუწიოს. 

ავტორი: ლუკა ბაბილოძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული