დიდი ტრაგედია მოტოსპორტში - თინეიჯერი მრბოლელი ავარიას შეეწირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MotoGP "ტვიტერის" გვერდის ინფორმაციით, "მოტო 3"-ის 19 წლის შვეიცარიელი მრბოლელი ჯეისონ დიუპასკიე გრან-პრი იტალიის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომხდარი საშინელი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

"ჩვენ დიდი მწუხარებით გატყობინებთ ჯეისონ დიუპასკიეს გარდაცვალებას. MotoGP-ს სახელით ვუსამძიმრებთ მის გუნდს, ოჯახსა და ახლობლებს. ჯეისონ, ძალიან დაგვაკლდები! მშვიდობით განისვენე,"- წერია განცხადებაში.

Saxon Carxpert PrustelGP-ის წევრი დიუპასკიე ერთერთ მოსახვევში მოტოციკლიდან ჩამოვარდა და იაპონელი აიუმი სასაკის ბორბლებში ჩავარდა, შემდეგ მომდევნო მეტოქემაც ოდნავ გადაუარა... ფლორენციის ერთერთ ჰოსპიტალში ჩატარებულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული