"არავის ენდო, თავი მაღლა ასწიე და ბოლომდე დაიხარჯე..." - რას ურჩევდა 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონი საკუთარ თავს 10 წლის ასაკში?

AutoSharing Option
AUTO PLAY
სპორტი ერთგვარ ნარკოტიკს ჰგავს, თუ გემო გაუგე, მაშინვე მისით "იწამლები". ცხოვრების ჭიდილისგან დაღლილ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ საყვარელ სპორტის სახეობას მთელი გულით უგულშემატკივრონ და პრობლემებიც თავიანთი ცხოვრებიდან გარკვეული პერიოდით გააქრონ.

რა გვაძლევს ამ სიამოვნებას? სპორტსმენები, რომლებმაც უმძიმესი შრომისა და დიდი მონდომებით მიაღწიეს მწვერვალებს, დღეს კი ჩვენ მათი წარმატება გულს გვიხარებს. ყოველთვის საინტერესოა, შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, რას ეტყოდა წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს, რამდენიმე წლით უკან რომ დააბრუნო.

ამჯერად გთავაზობთ ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (ბევრისთვის საუკეთესო) მრბოლელის, 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის
საკუთარი თავისადმი მიმართვას:

"ძვირფასო ლუის, მე ლუისი ვარ მომავლიდან. ფორმულა 1-ში დებიუტამდე მინდა რამდენიმე რამ გირჩიო.

ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა იქნება, თუმცა მინდა რჩევები მოგცე იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდე ყველაფერს (იგულისხმება სიჩქარე). შეეცადე, უფრო მეტად იყო თავდაჯერებული. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იქნები, მაგრამ წელში გაიმართე, თავი ცოტა მაღლა ასწიე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ამბობს, შენ იმსახურებ აქ ყოფნას. ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ხედვაა.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, წინ სირთულეები დაგხვდება. ახლა კარგად ვიცი, რა უნდა გააკეთო, როდესაც წინ რთული რბოლები გექნება. კარგად ვიცი, რას იგრძნობ, თუმცა ეს ჯერ შორსაა, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა მოაგვარო. კარგად გაიაზრე, რომ წარსულის შეცვლა არ შეგიძლია, მომავლის - კი.

2007 წელს სადებიუტო სეზონში ჩემპიონობა შეგიძლია, უბრალოდ პატარ-პატარა რაღაცების შეცვლა მოგიწევს (შეცდომებზე საუბრობს, მაგალითად, ჩინეთის გრან-პრიზე დაშვებულ შეცდომაზე). ამისთვის ორმაგად უნდა გაისარჯო, მეტი უნდა გააკეთო...

არავის ენდო, მამაშენის გარდა. შენი მამიკო პირველი დღიდან შენ გვერდითაა. არავინაა ისეთი, რომელიც შენს მხარეს ისე იბრძოლებს, როგორც მამა. შეეცადე, უფრო კარგად გაიაზრო შენი მშობლების სიტუაცია. გაშორება მარტივი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა შეგიძლია ეს გააკონტროლო, გაუძღვე მათ იმისკენ, რომ ერთმანეთს დაუბრუნდნენ და როგორც კი ამას გააკეთებ, შენი მომავალი უფრო მშვენიერი იქნება.

გექნება ძალიან კარგი ურთიერთობები, ბევრ ლამაზ ქალბატონს შეხვდები. მათ დრო კარგად დაუთმე, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ შენთვისაც გექნება საკმარისი დრო. ფული ჭკვიანურად დახარჯე, თუმცა შეირგე. არ იყო ეკონომიური, დახარჯე მეგობრებთან, ოჯახთან... ჩემო ძმაკაცო, შეირგე ცხოვრება, მთელი გულით შეირგე, შენში ძალიან, ძალიან დიდი პოტენციალია, იმაზე მეტი, ვიდრე შენი მოწინააღმდეგეები იქნებიან ავტოდრომზე. ამიტომ გაიღე ყველაფერი".

შეგახსენებთ, ჰამილტონი 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, დღესაც "მერსედესის" ღირსებას იცავს და როგორც ყოველთვის, ავტოდრომზე ერთ-ერთი გამორჩეულია. კარიერის დასრულებამდე მოახერხებს თუ არა მე-8 ჩემპიონობის დაუფლებას, ამას ერთად ვნახავთ.



წყარო: ფორმულა 1-ის ოფიციალური "იუთუბარხი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
“არავის ენდო”
ასეთი აზრის გამტარებელი კარგი და სანდო პიროვნება არ იქნება
კაკო
26 ოქტომბერი 2022 04:21
0
როგორ საინტერესო რჩევებს აძლევს
ასდა
03 აგვისტო 2022 10:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული