სხვა

ჩოგბურთი

ენდი მარეიმ ცინცინატისაც უარი უთხრა

AutoSharing Option
ცინცინატის "მასტერსის" ორგზის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ წელს ამერიკულ ტურნირში გამოსვლაზე უარი თქვა, რადგან ბარძაყის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა.

"სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებ ცინცინატიში, რადგან აღდგენით პროცესს ვაგრძელებ. აქ თამაში ყოველთვის მომწონდა და მომავალ წელს დაბრუნებას მოუთმენლად დაველოდები. აშშ-ის ღია პირველობისთვის მონდომებით მზადებას ვაგრძელებ", - მოჰყავს მარეის სიტყვები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.

ენდის უარი ნიშნავს იმას, რომ არა უგვიანეს 21 აგვისტოსა, ის დაკარგავს ადგილს კლასიფიკაციის სათავეში და მას ან რაფაელ ნადალი ან როჯერ ფედერერი ჩაანაცვლებს.

ცინცინატის "მასტერსის" ძირითად ბადეში მარეის რუსი დანიილ
მედვედევი შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ