ბასილაშვილმა ცინცინატიში ჰარისონსაც მოუგო და მერვედფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (65) ცინცინატიში (აშშ) მასტერსის სერიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 4,97 მილიონი დოლარი ვაჟებში) მერვედფინალშია.

ჩვენებურმა ორ სეტში საკმაოდ იოლად მოუგო ამერიკელ კრისტიან ჰარისონს (240), რომელიც "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოხვდა მეორე წრეში უბრძოლველად, რადგან განთესილმა მილოშ რაონიჩმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა თამაშზე. ბასილაშვილმა ზუსტად საათი დაახარჯა მასპინძლის დამარცხებას - 6:3, 6:3.

ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 90 სარეიტინგო ქულა და 62,2 ათასი ამერიკული დოლარი დაიბევა.

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი (60) იქნება, რომელიც ამ ტურნირზე "უაილდ ქარდით"
მიიწვიეს.

ჩვენი თანამემამულე მასტერსის სერიის ტურნირებში პირველად თამაშობდა მეორე წრეში. ბუნებრივია, იგი მერვედფინალშიც კარიერაში პირველად გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე თორემ შარშანდელი ქულები სულ ქარს გაატანა და მალე ასეულშიც გაუჭირდებოდა დარჩენა. დონალდსონიც ჩაწოდების კაცია და თამაშით არ უნდა გაუჭირდეს წესით მეოთხედში გასვლა.ისე რას გაიგებ ამ ჩოგბურთისას, მანდ ხომ ფავორიტები უკვე აღარც არსებობენ. ყველა ყველას "უგებს".
................
12:54 17-08-2017
0
რა გინდა, პურის ფული გააკეთა :)
წარმატებები! :)
ქუთაისელი
11:38 17-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული