სხვა

ჩოგბურთი

აშშ-ის ღია: როჯერ ფედერერმა იწვალა

AutoSharing Option
ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღე თითქმის მთლიანად ჩაიშალა უამინდობის გამო. მამაკაცების ტურნირზე დასრულდა მხოლოდ ორი შეხვედრა. მატჩები ცენტრალურ კორტზე გაიმართა, რომელსაც მოძრავი სახურავი გააჩნია.

ორივე მატჩში ტურნირის მთავარი ფავორიტი თამაშობდა. ჯერ რაფაელ ნადალმა სამ სეტში დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი - 7:6(6), 6:2, 6:2. ესპანელს მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა პრობლემები. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარგა ხანი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ბოლოსკენ მოახერხა დაკარგული მოწოდების დაბრუნება და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე მოგება. მეორე და მესამე სეტებში კი ნადალს დიდი წინააღმდეგობა აღარ
შეხვედრია.

მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი ნაკლებად ცნობილ ამერიკელს, 19 წლის ფრანცეს ტიაფოს ხვდებოდა. მასპინძელმა მოულოდნელად მოიგო პირველი სეტი - 6:4, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში ფედერერი დომინირებდა - ლეგენდამ მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო.

მეოთხე სეტში, როჯერს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა - 1:6 წააგო. დაინიშნა მეხუთე სეტი, რომელშიც ფედერერმა ნაადრევი ბრეიკი შეასრულა და მოგებისკენ მიდიოდა, როცა ტიაფომ მეცხრე გეიმში თავად აიღო ბრეიკი და საქმე ტაი-ბრეიკისკენ წაიყვანა, მაგრამ როჯერმა იქვე მეტოქის მოწოდება მოიგო და 2 საათსა და 42 წუთში გაიმარჯვა - 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4.

I წრე
მამაკაცები
ნადალი (ესპ, 1)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(6), 6:2, 6:2
ფედერერი (შვეიც, 3)-ტიაფო (აშშ) 4:6, 6:2, 6:1, 1:6, 6:4

ქალები
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ლინეტი (პოლ) 6:2, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-დოი (იაპ) 6:1, 6:3
კისი (აშშ, 15)-მერტენსი (ბელ) 6:3, 7:6(6)
ოსტაპენკო (ლატ, 12)-არუაბარენა (ესპ) 6:2, 1:6, 6:1
კირსტეა (რუმ)-კერკჰოვე (ჰოლ) 6:1, 6:3
ვიკმაიერი (ბელ)-ცურენკო (უკრ, 28) 6:3, 6:1
ოსაკა (იაპ)-კერბერი (გერ, 6) 6:3, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ