სხვა

ჩოგბურთი

სერენა უილიამსი დედა, ნოვაკ ჯოკოვიჩი ორგზის მამა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, "დიდი სლემის" ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი გოგონას დედა გახდა.

როგორც New York Daily News წერს, პირველ სექტემბერს სერენამ უესტ-პალმ-ბიჩის სამედიცინო ცენტრში იმშობიარა. ბავშვის წონაა - 3.09 კილოგრამი. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. შეგახსენებთ, რომ ბავშვის მამა გახლავთ ვებგვერდ Reddit-ის დამაარსებელი ალექსის ოგანიანი.

* * *
მსოფლიოს ყოფილი პირველი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეორედ გახდა მამა. "დიდი სლემის" ტურნირების 12-გზის ჩემპიონსა და მის მეუღლეს ელენა რისტიჩს გოგონა ეყოლათ, რომელსაც ტარა დაარქვეს, - წერს სერბული Novosti.

ჩოგბურთელის
პირველ შვილს - სტეფანს მომდევნო თვეში სამი წელი შეუსრულდება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვადაზე ადრე დაასრულა 2017 წლის სეზონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"