სხვა

ჩოგბურთი

აშშ-ის ღია: ფინალი ბრძოლის გარეშე

AutoSharing Option
დასრულდა აშშ-ის ღია პირველობა ქალებს შორის. ფინალში ორი ამერიკელი - მსოფლიოს მე-15 ჩოგანი მედისონ კისი და განუთესავი სლოუნ სტივენსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ გამოვიდა. პირველ სეტში ორ-ორი ბრეიკის გაცვლის შემდეგ, სტივენსმა პირველი ბრეიკი შეასრულა მატჩში და 3:2 დაწინაურდა. ხოლო 4:3-დან მოყოლებული, ზედიზედ რვა გეიმი მოიგო და საათსა და სამ წუთში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:0. სტივენსს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, კისმა - სამიდან სამი ასეთი შანსი გაანიავა.

ორივე ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი ფინალი "დიდ სლემის" ტურნირებზე.
სტივენსი მეხუთე განუთესავი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"