ერთ კვირაში ბასილაშვილი კლასიფიკაციაში 5 ადგილით დაწინაურდა, რაც მეცის საერთაშორისო ტურნირის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა "მოზელ ოფენზე" ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ფრანგ ბენუა პეერთან დამარცხდა.
ბასილაშვილმა კარიერაში 1,33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 661 ათასი - 2017 წელს. მსოფლიო რეიტინგში მისი საუკეთესო მიღწევა 51-ე პოზიციაა.
26 სექტემბერს ბასილაშვილი ჩენგდუს (ჩინეთი) საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის (48) შეხვდება.