ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
ATP-ის განახლებულ რეიტინგ-ლისტში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 852 ქულით 59-ე პოზიციაზეა.

ერთ კვირაში ბასილაშვილი კლასიფიკაციაში 5 ადგილით დაწინაურდა, რაც მეცის საერთაშორისო ტურნირის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა "მოზელ ოფენზე" ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ფრანგ ბენუა პეერთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა კარიერაში 1,33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 661 ათასი - 2017 წელს. მსოფლიო რეიტინგში მისი საუკეთესო მიღწევა 51-ე პოზიციაა.

26 სექტემბერს ბასილაშვილი ჩენგდუს (ჩინეთი) საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის (48) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვალ ჩენდუში( ჩინეთი) იწყებს გამოსვლას, ტროიცკი ყავს პირველი მეტოქე!!! წარმატებას ვუსურვებ!!!
დათო
15:47 25-09-2017
1
საინტერესოა, წყვილსაც თამაშობს, ისტიომინთან ერთად!!! წარმატებები!!!
დათო
15:54 25-09-2017
1

სიახლეები პოპულარული