სხვა

ჩოგბურთი

ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება

AutoSharing Option
გასული საჩოგბურთო კვირის შემდეგ უკვე ცნობილია ხუთი ჩოგბურთელი, რომლებიც WTA-ს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებენ. მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ გარბინ მუგურუსას შეუერთდნენ: რუმინელი სიმონა ჰალეპი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ამერიკელი ვინუს უილიამსი.

ჰალეპი ზედიზედ მეოთხედ გამოვა წლის დასკვნით ტურნირზე, პლიშკოვა - მეორედ, სვიტოლინა - დებიუტანტია, ხოლო უფროსი უილიამსი 2009 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდება ამ ტურნირზე. ვინუსს მოგებული აქვს ეს ჩემპიონატი 2008 წელს, სულ კი მასში ხუთჯერ უთამაშია.

წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი სინგაპურში 22-29 ოქტომბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"