ივო კარლოვიჩის რეკორდი - ასაკი მხოლოდ ციფრებია

AutoSharing Option
ხორვატი ჩოგბურთელი ივო კარლოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გააღწია.

მან აღნიშნულ წარმატებას დღეს გამთენიისას, იაპონელი იუიჩი სუგიტას დამარცხებით მიაღწია.

შეხვედრა 5 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და ხორვატმა 5 სეტში ანგარიშით - 7:6, 6:7, 7:5, 4:6, 12:10 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ივომ შეხვედრის განმავლობაში საკუთარ ანგარიშზე 53 ეისი ჩაიწერა.

ამჟამად კარლოვიჩი 38 წლისაა. საინტერესოა, რომ იგი ნაკიან წელიწადშია დაბადებული და მას დაბადების დღე 28 თებერვალს აქვს...

მომდევნო წრეში მისი მეტოქე კი იტალიელი ანდრეას სეპი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღადაობთ, რა 53 ეისი? რამე ხომ არ გეშლებათ?
oeee
17 იანვარი 2018 17:35
0
არაფერი ეშლებათ. კარლოვიჩისგან რატომ გაგიკვირდათ? მაგის თამაში მთლიანად ჩაწოდებაზეა დამოკიდებული.
???
19 იანვარი 2018 21:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული