სხვა

ჩოგბურთი

ავსტრალიაში კალაშნიკოვაც დამარცხდა - 2018 წლის პირველი დიდი სლემი ქართველების გარეშე გაგრძელდება

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობას კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვაც გამოეთიშა.

მისი და ვარვარა ლეპჩენკოს წყვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ლატიშა ჩანისა და ანდრეა ჰლავაჩკოვას დუეტთან ორ სეტში - 0:6 5:7 დამარცხდა.

ქართულ-ამერიკული წყვილი ჩაწოდებაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მთლიანობაში მათ საკუთარი მოწოდება ხუთჯერ დაკარგეს, მეტოქისა კი ერთხელ აიღეს.

კალაშნიკოვასა და ლეპჩენკოს ანგარიშზე არცერთი ეისი არ დაფიქსირებულა. ორმაგი შეცდომით კი ქულა ერთხელ დაკარგეს.

ამ მარცხით, მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელებისთვის დასრულდა.