სხვა

ჩოგბურთი

სანდრო მეტრეველი: ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება

AutoSharing Option
ევრო-აფრიკული დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა.


ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა სანდრო მეტრეველი, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

Sportall.ge მეტრეველს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ნაკრებში დაბრუნებას. როგორ შეაფასებდით ნაკრების თამაშს, რა გახდა მარცხის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მარტო რეიტინგით ნუ ვიმსჯელებთ, მაროკოს საკმაოდ სოლიდური მოთამაშეები ჰყავდა. ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება.

- რომელიმე მოთამაშეს ტრავმა თუ აწუხებდა?
თითქოს ისე ჩანდა, ნიკოლოზ ბასილაშვილს რაღაც ეპიზოდებში მოძრაობა უჭირდა...

- როგორც ვიცი, ნიკას ცოტა ხელი აწუხებდა და თან, ჩემი აზრით, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გადაღლილიც იყო.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების მომავალი?
- ამ ერთი წაგებით ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება. მომავალში მეც დავეხმარები ნაკრებს ასევე ერთეულებშიც და ვფიქრობ, უკეთეს შედეგს მივაღწევთ.

- პირად კარიერაზე რომ გვითხრათ, რომელი ტურნირის თამაშს აპირებთ?
- ვგეგმავ მომზადებას და ვარჯიშს, შემდეგ უკვე ტურნირის თამაშს. როდის იქნება ეს, არ ვიცი.
ასევე დაგაინტერესებთ