ნიუ-იორკის ტურნირი: ბასილაშვილი და ალბოტი ნახევარფინალში შეაჩერეს
AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ-იორკის ტურნირს წყვილთა თანრიგში ნახევარფინალში გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი და მისი მეწყვილე რადუ ალბოტი, ვესლი კოლჰოფისა და არტიომ სიტაკის წყვილთან ორ სეტში - 6:4, 6:3 დამარცხდნენ.
ქართულ-მოლდავურმა დუეტმა ერთი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი სამჯერ დაკარგა. ბასილაშვილი ამერიკაში დარჩება და დელრეი ბიჩის ტურნირზე გადაინაცვლებს, რომელიც სტარტს ორშაბათიდან აიღებს. მისი მეტოქე პირველ წრეში სტივ ჯონსონი იქნება.