დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დევისის თასის 1/4-ფინალური ეტაპის დაპირისპირებები გაიმართა.

ნახევარფინალში გააღწია ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც რაფაელ ნადალმა ულიდერა. "გრუნტის მეფემ" საკუთარ ქვეყანას გერმანიასთან ორი ქულა მოუპოვა.

გადამწყვეტი მატჩი კი 2-2-ზე დავიდ ფერერსა და ფილიპ კოლშრაიბერს შორის შედგა, რომელიც ვეტერანმა ესპანელმა ხუთ სეტში მოიგო.

ესპანელები 14-16 სექტემბერს საფრანგეთს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მძიმე ბრძოლაში იტალიელები 3:2 დაამარცხეს.

კიდევ ერთი ნახევარფინალური წყვილი ხორვატიამ და ამერიკამ შეადგინეს. პირველმა მათგანმა, მარინ ჩილიჩის მეთაურობით, ყაზახეთს აჯობა, მეორემ კი დავიდ გოფინის გარეშე მოთამაშე ბელგია უპრობლემოდ დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული