ნოლესა და ჩეხი სპეციალისტის ახალი თანამშრომლობა ოფიციალურად არ გაფორმებულა.
გავრცელებული ცნობით, ვაიდა და ჯოკოვიჩი ერთად გრუნტის სეზონზე იმუშავებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ისევ მათი თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მარიან ვაიდაა ის ადამიანი, რომელიც ნოვაკს საუკეთესო წლებში წვრთნიდა.
მან სერბის სამწვრთნელო შტაბი გასული წლის მაისში დატოვა. ჯოკოვიჩს ჯერ ბორის ბეკერი ავარჯიშებდა, შემდეგ კი - რადეკ შტეპანეკისა და ანდრე აგასის წყვილი.