სხვა

ჩოგბურთი

ტუნისის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ადვილი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა.

მსოფლიო რეიტინგში მე-80 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა გერმანელი ტობიაშ კამკე ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

ნიკამ ოთხი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა. ის გერმანელ ჩოგბურთელთან ურთიერთდაპირისპირებებში 3:0 დაწინაურდა.

მომდევნო წრეში მისი მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ