შესანიშნავი დღე ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის: 1/4-ფინალი ტუნისში და დიდი სლემის ძირითადი ბადე

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ტურნირის 1/4-ფინალში ითამაშებს.

მსოფლიო რეიტინგში მე-80 ადგილზე მყოფმა ქართველმა მერვედფინალში ავსტრალიელი ალექსეი პოპირინის წინააღმდეგობა ორ სეტში - 7:5, 6:4 დასძლია.

ნიკამ ოთხი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დაკარგა. ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

ბასილაშვილის მეტოქე 1/4-ფინალში არგენტინელი გუიდო ანდრეოცი იქნება, რომელთანაც ქართველს ერთი მატჩი აქვს წაგებული და არცერთი მოგებული.

აქვე, ნიკოლოზის შესახებ კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს გაცნობებთ. საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა სია, რომლებიც პირდაპირ მოხვდებიან ძირითად ბადეში.

სასიხარულოა, რომ 104-კაციან
სიაში ქართველი ჩოგბურთელის გვარსაც ამოვიკითხავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის მეორე დიდ სლემზე, "როლან გაროსზე", ბასილაშვილი ძირითად ბადეში იქნება დაშვებული.

▶ სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ნიკა,წარმატებებს გისურვებ
მალხაზ
10:26 19-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული