სხვა

ჩოგბურთი

ბუდაპეშტის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირს 1/4-ფინალში გამოეთიშა.

მსოფლიო რეიტინგში 79-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი იტალიელ ანდრეას სეპისთან ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა.

ნიკა ჩაწოდებაზე არდამაჯერებლად გამოიყურებოდა. მთლიანობაში ის ოთხჯერ დაბრეიკდა, მეტოქის მოწოდება კი სამჯერ აიღო.

ბასილაშვილს 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა.

ამ გამარჯვებით სეპიმ ჩვენებურთან ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა და 1:1 გახადა.
ასევე დაგაინტერესებთ