დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მაისს, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასი 2018"-ის ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება.

ტურნირზე 7 ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ დალაქიშვილი, მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, ანა შანიძე, ლანა კენჭიაშვილი და ზოზი ქარდავა - ითამაშებს.

შეჯიბრის საპრიზო თანხა 25 000 $-ია. ტურნირი 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს სტამბოლის ტურნირზე იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მატჩი ჟერემი შარდისთან თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.

▶ ალექსანდრე მეტრეველი: ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული