თბილისის თასი: ბოლქვაძე და გორგოძე 1/4-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
თბილისის თასის საჩოგბურთო ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე 1/4-ფინალში გავიდნენ.

პირველმა მათგანმა ომანელი ფატმა ალ ნაბჰანის წინააღმდეგობა სამ სეტში, ანგარიშით - 6:1, 2:6, 6:0 დასძლია, მეორემ კი ინდოელი რუტუია ბჰოსალე ორ სეტში - 6:1, 6:0 გაანადგურა.

1/4-ფინალში ბოლქვაძის მეტოქე ბულგარელი იზაბელა შინიკოვა იქნება, გორგოძის კი - რუსი ანასტასია ფროლოვა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ჩოგბურთელები 1/4-ფინალში წყვილთა თანრიგშიც არიან გასულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული