მეორე დიდი სლემის წინ: დეჟა ვუ და ორი ქართველი ჩოგბურთელი პარიზში

AutoSharing Option
ხვალ, 27 მაისს, წლის მეორე დიდი საჩოგბურთო სლემი, საფრანგეთის ღია პირველობა აიღებს სტარტს. აღნიშნულ ტურნირში კი ორი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ოკსანა კალაშნიკოვას ნახვა შეგვეძლება.

საინტერესოა, რომ გასული წლის მსგავსად, როლან გაროსზე პირველ წრეში ნიკას კვლავ ჟილ სიმონთან მოუწევს თამაში.

2017 წელს ქართველმა მეტოქე 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა. იქამდე კი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2015 წლის შანხაის ტურნირზე გადაეყარნენ, სადაც გამარჯვება ფრანგს დარჩა.

სიმონი ნიკოლოზისთვის დაუძლეველი ბარიერი რომ არ არის, ფაქტია. კორტების მასპინძელი უკვე 33 წლისაა და საუკეთესო წლებიც უკან
აქვს მოტოვებული.

ის დღევანდელ რეიტინგში 75-ე პოზიციას იკავებს, თუმცა 2009 წელს მსოფლიოს მე-6 ნომერიც კი გახლდათ.

სიმონი და ბასილაშვილი ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებულ ჩოგბურთს თამაშობენ.

ფრანგი უფრო დაცვით ფუნქციებს ასრულებს და ბურთის დაჭერაზეა კონცეტრირებული, მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას და მეტოქე დაღალოს.

რაც შეეხება ქართველს, ის ძირითად დროს შეტევაში ატარებს და მისი მთავარი იარაღიც სწორედ ესაა. თუ ნიკას თავის საუკეთესო დარტყმები წაუვა, სიმონს შანსი ალბათ არც ექნება.

გადავხედოთ ბადეს - რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქართველმა ფრანგის ბარიერი დაძლია და მომდევნო წრეში გავიდა?

1/32-ფინალში მისი შესაძლო მეტოქე ორი ამერიკელი ჩოგბურთელი - ფრენცის ტიაფო და სემ ქუერი არიან.

შემდეგ ეტაპებზე კი ისეთი ჩოგუბრთელები მოდიან, როგორებიც კეი ნიშიკორი და დომენიკ ტიმია.

სიმონის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი 79 000 ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით ცნობილი არაა ქალთა წყვილთა თანრიგის ბადე, სადაც წესით ოქსანა კალაშნიკოვამ უნდა იასპარეზოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული