როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება.

შვეიცარიელმა აღნიშნულ წარმატებას შტუტგარტის ტურნირზე ფინალში გასვლით მიაღწია.

1/2-ფინალურ შეხვედრაში კი მან ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი სამ სეტში 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა.

ფედერერი რეიტინგის სათავეში რაფაელ ნადალს ჩაანაცვლებს, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მეთერთმეტედ მოიგო.

დღეს კი შტუტგარტის ტურნირის ფინალში ლეგენდარული შვეიცარიელის მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი - ძალიან მაგარია! მაგრამ სხვა სახეობებმა რა დააშავეს? ფედერერმა უკვე დიდი ხანია რაც მოიგო შტუტგარტის ტურნირი. უიმბლდონიც ახლოვდება, ბევრი ახალი ამბავია. რატომ არაფერს არ წერთ? ან ფეხბურთში ხომ მაგარ წერილებს წერთ... თქვენთან რომ ზარმაცი ჟურნალისტებია, სხვაგან არსად არ არის. ძალიან მეწყინება, თუ დაიხურებით. მაგრამ, სამწუხაროდ აქეთკენ მიდიხართ.
alexandre
19 ივნისი 2018 11:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული