სხვა

ჩოგბურთი

როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება

AutoSharing Option
როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება.

შვეიცარიელმა აღნიშნულ წარმატებას შტუტგარტის ტურნირზე ფინალში გასვლით მიაღწია.

1/2-ფინალურ შეხვედრაში კი მან ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი სამ სეტში 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა.

ფედერერი რეიტინგის სათავეში რაფაელ ნადალს ჩაანაცვლებს, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მეთერთმეტედ მოიგო.

დღეს კი შტუტგარტის ტურნირის ფინალში ლეგენდარული შვეიცარიელის მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ