უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება

AutoSharing Option
ქალთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის 2018 წლის ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ანჟელიკ კერბერი გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი ორ სეტში - 6:3, 6:3 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა. მის ანგარიშზე 1 ეისი და 1-იც ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

რაც შეეხება სერენას სტატისტიკურ მონაცემებს, ამირიკელმა 4 ეისი მოაწოდა, რის საპირისპიროდაც ორმაგი შეცდომით მეტოქეს ქულა 2-ჯერ დაუთმო.

კერბერმა უიმბლდონი პირველად, კარიერაში კი მესამე დიდი სლემის ტიტული მოიგო. აქამდე მას ავსტრალიის და ამერიკის ღია პირველობაზე
ჰქონდა ჩემპიონობა მოპოვებული.

ის 1996 წლის შემდეგ გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც ლონდონის საჩოგბურთო კორტებზე იჩემპიონა.

დღეს კი უიმბლდონის ცენტრალური კორტი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულს გამოავლენს.

გუშინ დრამატულ ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს 5 სეტში 6:4, 3:6, 7:6, 3:6, 10:8 სძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი 13 ივლისს დაიწყო, თუმცა ორგანიზატორებმა 3 სეტის ჩატარების შემდეგ, შეხვედრის მეორე დღეს გადატანა არჩიეს.

დღეს კი სერბის მეტოქე ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკელი კევინ ადერსონი იქნება.

ანდერსონს დიდი სლემის ტიტული აქამდე არასდროს მოუგია და მას ერთადერთხელ აქვს ფინალი ნათამაშები, ჯოკოვიჩმა კი მუზარადებზე 12-ჯერ იჩემპიონა.

სამხრეთ აფრიკელი 32 წლისაა და ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-8 პოზიცია უკავია, რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ის წლების განმავლობაში პლანეტის პირველი ჩოგანი იყო, თუმცა ამჟამად 31 წლის ასაკში 21-ე საფეხურზეა.

შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული