სხვა

ჩოგბურთი

მოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ საჩოგბურთო მასტერზე არ იასპარეზებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს მისმა მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ჩოგბურთელის მწვრთნელებმა მიიღეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკოლოზი არ ითამაშებს მონრეალის მასტერსზე.

ის ასევე არ იქნება 12-19 აგვისტოს გასამართ ცინცინატის მასტერსზეც. ამ ორ შემთხვევაში ჩვენებურს ქულები ცინცინატში აქვს დასაცავი, რის გამოც სავარაუდოდ, რეიტინგში უკან დაიხევს.

ბასილაშვილი კორტს 19 აგვისტოს დაუბრუნდება და Winston-Salem Open-ის ტურნირზე იასპარეზებს, შემდეგ კი ამერიკის ღია პირველობაზე გადაინაცვლებს.

altნიკოლოზ ბასილაშვილის კალენდარი - მაღალი

დონის ტურნირები და რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურების შანსი

altნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბიუელის ტურნირზე ლასლო დიერესთან დამარცხდა

ასევე დაგაინტერესებთ